დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მომხდარ შეფერხებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მომხდარ შეფერხებაზე განცხადებას ავრცელებს

2023-08-17 10:46:54

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. 

„ძვირფასო მგზავრებო, მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მეორე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მეორე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ვმკ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა.

დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მეორე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ვმკ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება.

საუბარია მხოლოდ მეორე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა მეორე ვაგონის ყველა მგზავრს აუნაზღაურდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 დღის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები