დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ რეგიონში გაიცა ყველაზე მეტი სესხი

საქართველოს რომელ რეგიონში გაიცა ყველაზე მეტი სესხი

2024-02-26 12:17:00

იანვრის მდგომარეობით გაცემული 28,666.5 მლნ ლარის სესხიდან 62%-ი თბილისზე მოდის.

სებ-ის სტატისტიკური ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის თბილისში გაცემული იყო 17,833.7 მლნ ლარი სესხი.

სტატისტიკური ინფორმაციით წლიურ ჭრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 17%-ითაა გაზრდილი.

2023 წლის იანვრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების რაოდენობა 24,459.8 მლნ ლარს შეადგენდა.

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების სტატისტიკაში მერე ადგილზეა იმერეთი, რომელზეც გაცემული სესხების 8%-ი მოდის, ხოლო აჭარაზე - 8%-ი.

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები რეგიონების მიხედვით:

თბილისი - 17,833.7 მლნ ლარი,

იმერეთი - 2,289.3 მლნ ლარი,

აჭარა - 2,150.0 მლნ ლარი,

კახეთი - 1,641.2 მლნ ლარი,

ქვემო ქართლი - 1,360.4 მლნ ლარი,

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1,248.1 მლნ ლარი,

სამცხე-ჯავახეთი - 698.7 მლნ ლარი,

გურია -207.4 მლნ ლარი,

მცხეთა მთიანეთი - 119.6 მლნ ლარი,

რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.7 მლნ ლარი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

19 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები