დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

2024-01-26 11:01:00

დღეს, 26 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის  ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

51 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები