დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში რეკორდული რაოდენობის სატვირთო ავტომობილმა გაიარა

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში რეკორდული რაოდენობის სატვირთო ავტომობილმა გაიარა

2024-01-19 10:00:00

2023 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 42%-მდეა გაზრდილი.

როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,998,905.00 ლარი შევიდა, 2022 წელს კი 128,055,347.85 ლარი. 

შესაბამისად, 2023 წლის მაჩვენებლებით (შედარება 2022 წლის მონაცემებთან), ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 42.1%-იან ზრდას აჩვენებს.

აქედან გამომდინარე, 2023 წელს საქართველოს დერეფანი 519 997 სატვირთომ გადაკვეთა.

ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2022 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები