დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

2024-04-15 11:39:00

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 1 325.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 373.6 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 5.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები