დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული იანვარ-თებერვალში

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული იანვარ-თებერვალში

2024-03-19 19:00:00

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი),
  • აზერბაიჯანი (99.5 მლნ. აშშ დოლარი) 
  • რუსეთი (96.8 მლნ. აშშ დოლარი).

 

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 950.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 803.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 146.8 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 1.6 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვართებერვალში, 1 343.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები