დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში 266 900 უმუშევარია - საქსტატი

საქართველოში 266 900 უმუშევარია - საქსტატი

2023-08-18 12:30:14

2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სულ საართველოში 15+ მოსახლეობა - 2 999.6 ათასს შეადგენს. დასაქმებისა და უმუშევრობის წილი 2023 წლის II კვარტალში ასე ნაწლდება: 

  • სამუშაო ძალა - 1 594.3 ათასი;
  • დასაქმებული - 1 327.4 ათასი;
  • დაქირავებული - 916.7 ათასი;
  • თვითდასაქმებული - 410.2 ათასი;
  • გაურკვეველი - 0,5 ათასი;
  • უმუშევარი - 266.9 ათასი;

2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა.

2023 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.3 პროცენტი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები