დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში დღეში საშუალოდ 36 ხანძარი ჩნდება - სტატისტიკა

საქართველოში დღეში საშუალოდ 36 ხანძარი ჩნდება - სტატისტიკა

2023-05-22 14:30:32

2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 3 254 ხანძარი დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63-მა ტრამვა მიიღო.

სამ თვეში ხანძრისგან განადგურდა 135 ერთეული შენობა–ნაგებობა, ხოლო ხანძრის შედეგად დაღუპული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 30  ერთეული შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქვეყანაში 19%-ით მეტი ხანძარი დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში სულ 13 273 ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო 2021 წელს კი 11 150 ხანძარი.

თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ირკვევა, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტი ხარნძარი 2017 წელს დაფიქსირდა, სულ 15 222.

ამავე წელს დაფიქსირდა ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი გარდაცვალების (79) ფაქტი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები