დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში გემის ელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა იწყება

საქართველოში გემის ელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა იწყება

2024-02-04 15:00:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემის ელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას იწყებს. გემთმფლობელებს ელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობების მიღება გემების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული პორტალიდან დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლებათ. ელექტრონული მოწმობის მატერიალური, ან ელექტრონული ვერსიის ვერიფიკაცია QR კოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

ელექტრონული მოწმობები კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის გემთმფლობელების მომსახურებას და გაამარტივებს საქართველოს სახელმწიფო რეესტრში გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები