დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ინვესტიციებს ზვავის ეფექტი ექნება - არჩილ გაჩეჩილაძე ბიზნესგარემოზე

საქართველოში ინვესტიციებს ზვავის ეფექტი ექნება - არჩილ გაჩეჩილაძე ბიზნესგარემოზე

2023-10-27 17:00:33

საქართველოში ინვესტიციებს ზვავის ეფექტი ექნება, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო აბრეშუმის გზის ფორუმზე ინვესტორების მსჯელობის საგანი გახდა.

„დღევანდელ პანელზე წარმოდგენილი იყო, რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანია. ყველასთვის საინტერესოა ის პროცესები, რაც ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით ხდება. განსაკუთრებით აქტუალურია შუა დერეფნის თემა და ამასთან ასოცირებული არა მარტო საგზაო, სარკინიგზო და საპორტო მიმოსვლის ნაწილი, არამედ ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ინფრასტრუქტურული ნაწილია და ასევე ტელეკომის ნაწილში ოპტიკო-ბოჭკოვანი მიერთებები დანარჩენ სამყაროსთან. ამ კუთხით ბევრი რამ ხდება და ეს სხვა ბიზნესებისთვის ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ლოგისტიკური ცენტრების კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ინვესტიციების მოცულობა იზრდება.

„ხელშესახებია ინვესტიციების ზრდა, რასაც ბოლო 2-3 წელია ინტენსიურად ვხედავთ. ამას ექნება ზვავის ეფექტი, ერთს მეორე მოჰყვება...მეორე მესამე შესაძლებლობას ქმნის და ა.შ. რაც არის შანსი არა მხოლოდ მსხვილი, არამედ საშუალო ბიზნესისთვის, ვინაიდან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გარშემო ახალი შესაძლებლობები იქმნება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები