დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში კივის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ირანია

საქართველოში კივის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ირანია

2024-05-06 11:00:00

კივის იმპორტი 20%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ 1,351.53 ტონა კივი იყიდა, რაშიც 632.84 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წელს კი კივის შესაძენად ქვეყნიდან 515.05 ათასი დოლარი გავიდა, რითაც 1,124.72 ტონა კივის შეძენა მოხდა.

ქვეყანაში იმპორტირებული კივის თითქმის 100%-ი ქვეყანაში ირანიდან შემოდის.

ქვეყნები, სადაც საქართველო კივს ყიდულობს:

  • ირანი - 1,348.10 ტონა
  • თურქეთი - 3.28 ტონა
  • ნიდერლანდები - 0.14 ტონა.

საქართველოში კივის იმპორტმა რეკორდს 2023 წელს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 2,684.19 ტონა კივის იმპორტი მოახდინა, რაშიც 1,320.60 ათასი დოლარი გადაიხადა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები