დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში მაღალბიუჯეტიან სასტუმროებზე მოთხოვნა მაღალია - „თიბისი კაპიტალი“

საქართველოში მაღალბიუჯეტიან სასტუმროებზე მოთხოვნა მაღალია - „თიბისი კაპიტალი“

2024-02-09 19:00:00

საქართველოს ტურისტული მაჩვენებლების 80%-იანი აღდგენა ფიქსირდება. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, მსოფლიოში ტურიზმი 2023 წელს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 88%-ით აღდგა.

აღდგენის ძლიერი ტრაექტორია სავარაუდოდ გაგრძელდება 2024 წელსაც.

„საქართველოს ტურისტული მაჩვენებლები მცირედით ჩამორჩება მსოფლიო მაჩვენებელს და 2023 წელს 2019 წელთან შედარებით 80%-იანი აღდგენა დაფიქსირდა. რეგიონის არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა შესამჩნევ გავლენას ახდენს ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში. თუმცა, არსებობს მოთხოვნის შემდგომი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აღდგენა კვლავ ჩამორჩება 2019 წელს დაფიქსირებულ დონეს.

2023 წელს ტურისტული ვიზიტების ყველაზე ძლიერი აღდგენა 2019 წელთან მიმართებით თურქეთიდან და ისრაელიდან დაფიქსირდა, 121% და 106%, შესაბამისად.  თუმცა, 2023 წლის მეოთხე კვარტალში ისრაელიდან ტურისტული ნაკადის კლების ტენდენცია შეინიშნება. ეს კლება განპირობებული იყო პალესტინასა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტით. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის შემდგომი შემცირება 2024 წელს“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის ანგარიშში. 

მათივე ცნობით, აზერბაიჯანი, დახურული საზღვრით, აგრძელებს ვიზიტორთა მოგზაურობის აღდგენის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის (13%) დაფიქსირებას მეზობლებს შორის. აზერბაიჯანიდან ვიზიტების აღდგენა 2024 წლის პირველ ორ კვარტალში არ არის მოსალოდნელი.

„ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტების ძლიერი აღდგენა  დაფიქსირდა 2023 წელს და 2019 წელთან შედარებით 87%-ს მიაღწია. მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის შემდგომი ზრდა, განსაკუთრებით გათვალისწინებულია 2024 წლიდან თბილისიდან ახალი პირდაპირი რეისების დამატება ევროპის მიმართულებით.

2023 წელს შემოსავალი მოგზაურებიდან აღემატება 2019 წლის დონეს. თუმცა, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების აღდგენა შენელდა და მიაღწია 128% და 127% წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, რაც ჩამორჩება 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 138%-იან აღდგენას. გარდა ამისა, 2023 წლის მეოთხე კვარტალში შემოსავალი უფრო დაბალი იყო 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
მოთხოვნა სასტუმროებზე მაღალია, განსაკუთრებით მაღალბიუჯეტიან დაწესებულებებზე. 2023 წელს მაღალბიუჯეტიანმა სასტუმროებმა მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს და მიაღწიეს დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტს - 58%-ს, რაც 8 პროცენტული პუნქტით ზრდაა 2022 წელთან შედარებით. 2024 წლისთვის მოსალოდნელია დატვირთულობის მაჩვენებლის 4%-იანი ზრდა.

გარდა ამისა, სასტუმროს ოთახის საშუალო დღიური განაკვეთი (ADR) აღდგა  დიდ სასტუმროებში და 3%-ით აჭარბებს 2019 წლის დონეს“, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები