დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში მინერალური წყლების მწარმოებელ TOP 5 კომპანიიდან სამში საკონტროლო პაკეტს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

საქართველოში მინერალური წყლების მწარმოებელ TOP 5 კომპანიიდან სამში საკონტროლო პაკეტს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

2023-05-18 12:30:33

საქართველოში ბრუნვის მიხედვით, მინერალური წყლების მწარმოებელი TOP 5  კომპანია ცნობილია. (2022 წლის წინასწარი მონაცემები) 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 მინერალური წყლების მწაარმოებელი კომპანია გამოიკვეთა: 

  • შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო აიდიეს ბორჯომი საქართველო - ბრენდი ბორჯომი 
  • შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი - ბრენდი ლიკანი
  • შპს საირმე მინერალ ვოთერს - ბრენდი საირმე
  • სს ბორჯომმინწყლები - ბრენდი ბორჯომი
  • სს წყალი მარგებელი - ბრენდი ნაბეღლავი

(კომპანიები არ არის წარმოდგენილი რეიტინგის მიხედვით)

სა ჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო აიდიეს ბორჯომი საქართველოს 100%-ს  ნიდერლანდებში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ფლობს. კომპანიის დირექტორია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - გიორგი პავლოვი. 

შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 1995 წელს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V., ( 70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო) მიერ დაფუძნდა. კოპანიის დირექტორია ივანე მაჭავარიანი. 

შპს საირმე მინერალ ვოთერსში რეორგანიზაცია 2010 წელს განხორციელდა. სს საირმეს გამომეყო შპს საირმე მინერალ ვოთერსი. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. წევრები რობერტი გვიჩია და გია გვიჩია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. საირმე მინერალ ვოთერსის დირექტორია იანინა მაშკოვა (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) 

სს ბორჯომმინწყლები 2003 წელს დაფუძნდა. სააქციო საზოგადოების  თავმჯდომარე/წევრია ვლადიმირ აშუროვი/რუსეთის ფედერაცია; თავმჯდომარის მოადგილე/წევრია: ზაზა კიკვაძე, წევრი - ლევან ბაღდავაძე, გერალური დირექტორი ვახტანგ შარაშენიძეა. 

სს წყალი მარგებელი - 2005 წელს დაფუძნდა. სააქციო საზოგადოებას საერთო კრება მართავს, კოომპანიის დირექტორია - გრიგოლ გოგოლაძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები