დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მაქსიმუმზეა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მაქსიმუმზეა

2023-07-06 17:30:08

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერზე არსებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ მაისში 668 555 ადამიანი (ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%)  შეადგინა საიდანაც 180,985 პარალელურად საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, აპრილში საარსებო შმწეობას 660,746 პირი იღებდა. 

რეგიონების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღეპირთა სტატისტიკა, (საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული პირების გარეშე) ასე გამოიყურება: 

თბილისი - 117,380 

გურია -  15,839

რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7,166

კახეთი - 47,533 

მცხეთა-მთიანეთი - 10,669

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 49,606

სამცხე-ჯავახეთი - 13,048

ქვემო ქართლი - 73,209

შიდა ქართლი - 50,150

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 48, 691

ბოლო 10 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 214 698 ადამიანით გაიზარდა.  2013 წელს საარსებო შემწეობას 453 857 ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 10,1% იყო. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები