დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტ ბიზნესს და მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადავიდეს - დავით ზღუდაძე

საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტ ბიზნესს და მომხმარებელს აქვს სურვილი, რომ უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადავიდეს - დავით ზღუდაძე

2024-03-20 15:00:00

საქართველოში ჩვენი ბიზნესი ორგანულად იზრდება, საუბარია ყოველწლიურად 25-30%-იან ზრდაზე, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უნაღდო ანგარიშსწორების წილი მზარდია, მაინც მაღალია ნაღდი ანგარიშსწორების მაჩვენებელი. 

„ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ვხედავთ, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტ ბიზნესს და მომხმარებელს სურვილი აქვს, რომ უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადავიდეს. რაც საკმაოდ კარგად აისახება ჩვენს რიცხვებში. 

საქართველო უნაღდო ანგარიშსწორების მიმართულებით რეგიონულ ტრენდს ინარჩუნებს. ზოგადად მოწინავე ვართ უფრო ტექნოლოგიებში, თუმცა საქართველოში ქეშის წილი სამწუხაროდ მაღალია. თუმცა ეს სხვადასხვა ფაქტებიდან შესაძლოა იყოს განპირობებული. ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ რაღაც საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წილი დიდია საქართველო უკანაა.

Mastercard-ის მაგალითზე, ბარათის მომხმარებელთა 50-60%-ი მაინც ბარათს ბანკომატიდან თანხის გამოსატანად იყენებს. კი ეს თანხები ისევ უკან ბრუნდება, იგივე საბანკო სექტორში და შემდგომ ცირკულაციას განაგრძობს ისევ უნაღდო ანგარიშსწორებით, მაგრამ ალბათ რაღაც „ტკივილებია“ გადასაჭრელი, რომელიც არის გამოწვევა მთლიანად საფინანსო სექტორისთვის. თუ მომხმარებელი რაღაც მომენტში იყენებს ქეშს რატომ იყენებს რადგანაც გამჭვირვალე ეკონომიკა გაქვს, ტექნოლოგიურად საკმაოდ კარგ ფორმაშია ქვეყანა, ამიტომ ბევრი წინაღობა არ არსებობს“, - ამბობს ზღუდაძე.

 Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში  არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მიზეზი მუნიციპალიტეტებში ქეშშზე დიდი მოთხოვნა იყოს. 

„კონცენტრაცია ეკონომიკის დიდ ქალაქებშია, თუმცა ვხედავთ რომ არის ბანკები საქართველოში, რომელიც უფრო რეგიონებზეა მიმართული, თუნდაც იგივე „კრედო“, „კრისტალი“ და სხვა. ეს ფინანსური ორგანიზაციები ცხადია რეგიონის მასშტაბით ვითარებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ. მე პირადად საკმაოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი“, - აცხადებს დავით ზღუდაძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები