დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ვერცხლზე მოთხოვნა დაბალია - საიდან ახდენს ქვეყანა ვერცხლის იმპორტს

საქართველოში ვერცხლზე მოთხოვნა დაბალია - საიდან ახდენს ქვეყანა ვერცხლის იმპორტს

2024-05-08 10:00:00

2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 50%-ით ნაკლები ვერცხლი იყიდა, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში. სამ თვეში ქვეყანაში იმპორტირებული ვერცხლის ღირებულებამ 0.01%-ი, ხოლო 2023 წლის პირველ სამ თვეში - 0.02 ტონა შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტირებული ვერცხლის საერთო ღირებულებას, 39%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 2.49 ათასი დოლარის ვერცხლი შემოვიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.79 ათასი დოლარის.

მიმდინარე წელს ქვეყანაში ვერცხლის იმპორტი მთლიანად იტალიიდან განხორციელდა, თუმცა გასულ წელს იტალიის გარდა ვერცხლის იმპორტი თურქეთიდანაც დაფიქსირდა.

საგულისხმოა, რომ საქართველოში ვერცხლის იმპორტზე დიდი მოთხოვნა არ არის. თუმცა ბოლო წლების სტატისტიკით ვერცხლის იმპორტის რეკორდი 2022 წელს დამყარდა, როდესაც ქვეყანამ 0.28 ტონა ვერცხლი იყიდა. 2023 წლის სტატისტიკით კი 0.06 ტონა ვერცხლის იმპორტია დაფიქსირებული. 

2023 წელს საქართველოში იმპორტირებული ვერცხლი, ქვეყანაში გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები