დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოსთან აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარის გახსნა 2 აპრილამდე გადავადდა

საქართველოსთან აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარის გახსნა 2 აპრილამდე გადავადდა

2023-12-11 17:11:18

აზერბაიჯანში COVID-19-ის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 აპრილამდე გაგრძელდა, - ნათქვამია რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

მოქმედი საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვარს ამოიწურება. საკარანტინო რეჟიმი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვას, მათ შორის საქართველოსთან.

ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილი რჩება 2020 წლის გაზაფხულიდან. ბაქო აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კარანტინის რეჟიმს კორონავირუსული პანდემიის გამო „სანამ საჭირო იქნება“.

მას შემდეგ, რაც ჯანმო-მ მაისში პანდემიის დასრულება გამოაცხადა, აზერბაიჯანმა ორჯერ გააგრძელა გადაწყვეტილება საზღვრების დახურვის შესახებ.

საქართველოდან აზერბაიჯანში შესვლა მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ საჰაერო გზით იყო შესაძლებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები