დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო დასეტყვილ ყურძენსაც 90 თეთრად ჩაიბარებს - პრემიერი

სახელმწიფო დასეტყვილ ყურძენსაც 90 თეთრად ჩაიბარებს - პრემიერი

2023-09-05 09:53:36

არცერთი კილოგრამი დაზიანებული ყურძენი, იქნება დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენსაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით. ასევე ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო 90 თეთრად ჩაიბარებდა. ახლა ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან ძლიერი სეტყვა მოვიდა კახეთში, დაისეტყვა ვენახები. ხალხს ყურძენი გამზადებული ჰქონდა ჩასაბარებლად და სამწუხაროდ სეტყვა მოვიდა. ამის მიუხედავად, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი, დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად მათ შორის დასეტყვილ ყურძენსაც“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები