დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 38.5% 1-3 წლიანი ობლიგაციებითაა ფორმირებული

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 38.5% 1-3 წლიანი ობლიგაციებითაა ფორმირებული

2024-04-09 11:00:00

2024 წლის მარტში ჩატარდა 6 გამოშვების და 1 გამოსყიდვის აუქციონი. ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 305.4 მლნ ლარი  შეადგინა. იმავდროულად, მარტში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.08%-ზე დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 85 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები. განხორციელდა 45 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციების დაფარვა.
მარტის მონაცემებითვე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია.
2024 წლის 31 მარტისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 38.5% ფორმირებულია (წინა პერიოდში 39.1% იყო) იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-დან 5 წლამდე ობლიგაციებს (დაახლოებით 28%). 5 წლიანი დაფარვის მქონე ფასიანი ქაღალდების წილი 18.6%-დან 21.1%-მდე გაიზარდა.
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (თებერვალი 1.98) შედარებით გაიზარდა და 2.07 შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

19 წუთის წინ

31 წუთის წინ

42 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები