დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ხელფასის მიმღებთა წრე ფართოვდება - შრომის ინსპექცია

სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ხელფასის მიმღებთა წრე ფართოვდება - შრომის ინსპექცია

2023-07-09 02:40:22

სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის რეფორმის ზონა ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ცვლილებების ახალი პაკეტი შემუშავდა, რომელიც სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარისა და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს.

„რეფორმის პირველ ეტაპზე 2023 წლის პირველი იანვრიდან წარმატებით დაინერგა მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის. რაც საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ სავალდებულო ჯანდაცვაში ჩართულ პირთა წრე. ამიტომ შემუშავდა ცვლილებების ახლი პაკეტი, რომელიც წარედგინა სამედიცინო დაწესებულებებს და ითვალისწინებს ისეთი სამედიცინო პერსონალის მიმართ როგორიცაა უმცროსი ექიმი, სანიტარი, ექთნის დამხმარე, მათ მიმართ მინიმალური ხელფასის დაწესებას. რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება დანერგილი და ველოდებით სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან კომენტარებს, რომელთა შეჯერების საფუძველზე მოხდება საბოლოო ტარიფის განსაძღვრა“,- განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.  

ახალი ინიციატივა კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთავაზეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ცვლილებებთან დაკავშირებით, დარგის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი მოსაზრებასა და არგუმენტებს წარადგენენ.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები