დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი უბანი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა

სამი უბანი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა

29-02-2024 10:00:00

იანვარში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (25% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (15%).

თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული ანალიტიკური ინფორმაციით, ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდით სამგორი გამოირჩევა.

ირკვევა, რომ ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ დიღომში დაფიქსირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა დიდ დიღომში, ნაძალადევში, დიდუბესა და გლდანში შეიმჩნევა.

2024 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ აქტიურად დაიწყო და გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,967 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა (-19%), წლიურად 5%-იანი ზრდა შეინიშნება. ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი $1,205-ს გაუტოლდა და ფაქტობრივად წინა თვის დონეზე დარჩა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის მოცულობამ $234 მილიონი შეადგინა და 2023 წლის იანვართან შედარებით 11%-ით გაიზარდა.

გასაქირავებელი ფასი $12.0-ს გაუტოლდა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩება, ხოლო წლიურად 4%-იანი კლება დაფიქსირდა. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.5% შეადგინა, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (-0.2პპ თ/თ).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები