დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის მიხედვით მარტში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4,4%-ით გაიაფდა

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის მიხედვით მარტში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4,4%-ით გაიაფდა

2024-04-10 12:00:00

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2024 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თებერვლის მაჩვენებლებისგან შეიცვალა და 0.4%-ი შეადგინა.

წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ტრანსპორტი (6,9%) სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.5%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4,6%), განათლება (3.4%), ჯანმრთელობის დაცვა (1.8%) და ასევე სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (8,5%).

სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-4,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-3,3%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-2,2%), დასვენება, გართობა და კულტურა (-1,9%) და  კავშირგაბმულობა (-1,1%).

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები