დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიული მინიმუმზეა

„სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიული მინიმუმზეა

2024-04-10 13:08:00

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. მაჩვენებელი იკვლევს დასაქმებულებს შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფ პირთა წილობრივ დონეს. ILO-ს შეფასებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28%-ი იყო, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 10 წელიწადში სამუშაო სიღარიბის დონე ორ-ნახევარჯერ არის შემცირებული, ხოლო 2012 წელთან შედარებით თითქმის სამ-ნახევარჯერ.

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2023 წლის ჩათვლით. ირკვევა რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან იწყება. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 11 %, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც საშუალოწლიური თვალსაზრისით ყოველი მეათე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო.

სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2023 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში საშუალოდ 3,3%-ს გაუთანაბრდა და შესაბამისად სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი ოცდამეათე დასაქმებული იყო. ბოლო, ანუ 2023 წლის მონაცემებით სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28%-ა, ანუ საშუალოდ ყოველი 44

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები