დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სანებართვო პირობების დარღვევისთვის, სათამაშო ბიზნესის ჯარიმები 38%-ით გაიზარდა

სანებართვო პირობების დარღვევისთვის, სათამაშო ბიზნესის ჯარიმები 38%-ით გაიზარდა

2023-11-24 15:00:17

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო 2023 წლის 10 თვეში ბიუჯეტში 231 000 ლარი (ჯარიმები და საურავები) შევიდა.

ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 38%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო 167 020 ლარი აკუმულირდა.

თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო მზარდია. 

  • 2022 წელი - 187,020.00 ლარი,
  • 2021 წელი - 92,563.00 ლარი,
  • 2020 წელი - 70,900.00 ლარი.

რა სახის ნებართვები გაიცემა სათამაშო ბიზნესის სფეროში?

სათამაშო ბიზნესის სფეროში შემოსავლების სამსახური გასცემს შემდეგი სახის ნებართვებს:

  •  სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის;
  •  სამორინეს მოწყობის;
  •  აზარტული კლუბის მოწყობის;
  •  ტოტალიზატორის მოწყობის;
  •  ლოტოს მოწყობის;
  •  ბინგოს მოწყობის;
  •  წამახალისებელი გათამაშების მოწყობის.

რომელი სახის ნებართვის ორგანიზებაა დასაშვები სისტემურ-ელექტრონული ფორმით?

  •  სათამაშო აპარატების სალონის;
  •  სამორინეს;
  •  ტოტალიზატორის;
  •  წამახალისებელი გათამაშების.


სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის ორგანიზებისათვის ცალკე ნებართვა არ
გაიცემა. იმისათვის, რომ მოეწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა, საჭიროა
რეალური ობიექტის არსებობა.

რამდენია სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი ტერიტორიების მიხედვით?

სათამაშო აპარატების სალონი

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში დადგენილია საქართველოს კანონით და
შეადგენს 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით.
ა) ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის მიერ სამორინეში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისათვის – 100 000 ლარი;
ბ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე (გარდა ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 1 000 000 ლარი;
გ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
დ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
ე) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
ვ) თვითმმართველი ქალაქი ფოთის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ზ) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
თ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ი) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ლ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
მ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ო) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
პ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ჟ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
რ) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 50 000 ლარი.

სამორინე

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ზონის ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოს, ყაზბეგის, სიღნაღის, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიისა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტერიტორიისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიისა, ახალციხის,
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლიის და სოფელი განმუხურის ტერიტორიებისა) – წელიწადში 5000000 ლარი.
ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ქალაქ ფოთის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიებზე – წელიწადში 250 000 ლარი. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - წელიწადში 100 000 ლარი. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა ყაზბეგის, წყალტუბოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტების და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტერიტორიაზე, ასევე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე და გუდაურის სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ას ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთში და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოც ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა. ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

აზარტული კლუბი

აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე.
სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით.
ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – 50 000 ლარი;
ბ) თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;
გ) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;
დ) თვითმმართველ ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;
ე) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 10 000 ლარი.
ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

ტოტალიზატორი

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით.

ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
ბ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი;
გ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი;
დ) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი;
ე) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 40 000 ლარი.

ლოტო/ბინგო/წამახალისებელი გათამაშება

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში დადგენილია საქართველოს კანონით და
შეადგენს 15 000 ლარს.
რამდენია სათამაშო ბიზნესის კვარტალური მოსაკრებელი?
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს კვარტალში:

 თითოეულ სათამაშო აპარატზე - 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით;

 თითოეულ სამორინეს მაგიდაზე - 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;

 თითოეულ კლუბის მაგიდაზე - 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით;

 სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - 250 000 ლარიდან 30 0000 ლარის ჩათვლით;

 აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;

 თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

მოსაკრებლის განაკვეთს დადგენილი ზღვარის ფარგლებში ადგენს ადგილობრივი
თვითმმართველობა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები