დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სანქციების პირობებში, ცენტრალური აზიის მიმართულებით ნაყარი, გენერალური ტვირთების მოზიდვის შანსი გაჩნდა - ჯემალ ინაიშვილი

სანქციების პირობებში, ცენტრალური აზიის მიმართულებით ნაყარი, გენერალური ტვირთების მოზიდვის შანსი გაჩნდა - ჯემალ ინაიშვილი

2023-06-18 14:00:32

„შუა აზიის მიმართულებით, ომის დაწყებამდე და რუსეთზე სანქციების გამოცხადებამდე, ძირითადი ტვირთნაკადი მიემართებოდა შავი ზღვის და ბალტიის ზღვის რუსეთის და აგრეთვე ბალტიის ზღვის სხვა ქვეყნების ნავსადგურებიდან რუსეთის გავლით, ვინაიდან ტრანსპორტირება უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ჩვენი ნავსადგურების და დერეფნის საშუალებით.

MSC Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი ამბობს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებისა და რუსეთისვის დაწესებული სანქციების პირობებში, ცენტრალური აზიის მიმართულებით ნაყარი, გენერალური ტვირთების მოზიდვის შანსი გაჩნდა. 

„დღეს, სანქციების პირობებში არსებობს კარგი შესაძლებლობა ცენტრალური აზიის მიმართულებით ნაყარი, გენერალური ტვირთების და კონტეინერების მოსაზიდად, მაგრამ ჯერ ჯერობით ამ შანსს საქართველო კარგად ვერ იყრენებს, რადგან ცენტრალური აზიის მიმართულებით ტრანზიტის შემთხვევაში რუსეთისა და ბალტიისპირეთის ნავსადგურების გამოყენება გრძელდება. 

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ სანქციები სრულად ამოქმედდება და ამ ქვეყნის გავლით შეწყდება ტრანზიტი მაშინ ძირითადი ტვირთ ნაკადი ცენტრალური აზიის მიმართულებით გადმოინაცვლებს.  შუა დერეფანში და ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის პრობლემა დადგება.

ჩვენი კორიდორი ყოველთვის უფრო ნაკლებ კონკურენტუნარიანი იყო მაღალი ფასებისა და გამტარუნარიანობის გამო. თუ სტატისტიკას ამოიღებთ, ნახავთ თუ რა დრო სჭირდება თითოეული გემის დაცლას თუ დატვირთვას. პრობლემა კომპლექსურია და პრობლემა მხოლოდ ნავსადგურებში არ არის“, - განმარტავს Business Insider Georgia-თან ჯემალ ინაიშვილი.  

მაგრამ ასევე უნდა ითქვას საპორო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციებით მიღწეული დადებითი შედეგების შესახებ.

კერძოდ, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში აზოტოვანი მინერალური სასუქების საწყობების და გადამტვირთავი კომპლექსების მოწყობაში, რითაც საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან აღნიშნული ტვირთების ჩვენი დერეფნის მეშვეობით ექსპორტი.

გარკვეული ინვესტიციები ჩაიდო აგრეთვე საკონტეინერო საპორტო და სატერმინალო ინფრასტრუქტურის განახლებაში ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში. მაგრამ ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და საჭიროა გაცილებით მეტი ინვესტიციები განხორციელდეს როგორც ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ასევე რკინიგზაში“,- ამბობს ჯემალ ინაიშვილი.

ამასთან, ჯემალ ინაიშვილი საპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციებით მიღწეული დადებითი შედეგების შესახებ საუბრობს.

კერძოდ, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში აზოტოვანი მინერალური სასუქების საწყობების და გადამტვირთავი კომპლექსების მოწყობაში, რითაც საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან აღნიშნული ტვირთების ჩვენი დერეფნის მეშვეობით ექსპორტი.

გარკვეული ინვესტიციები ჩაიდო აგრეთვე საკონტეინერო საპორტო და სატერმინალო ინფრასტრუქტურის განახლებაში ბათუმის და ფოთის ნავსადგურებში. მაგრამ ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და საჭიროა გაცილებით მეტი ინვესტიციები განხორციელდეს როგორც ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ასევე რკინიგზაში“,- ამბობს ჯემალ ინაიშვილი.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები