დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო აქტივების 19.2% ანუ 823.8 მილიონი ლარი გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული

საპენსიო აქტივების 19.2% ანუ 823.8 მილიონი ლარი გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული

2023-12-25 13:05:00

საპენსიო აქტივების 19.2% ანუ 823.8 მილიონი ლარი გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული. 

ცნობილია, T0P-10 კომპანია, რომელშიც საქართველოს საპენსიო აქტივებია განაწილებული:

  • Apple - 3.0%;
  • Microsoft - 2.9%;
  • Amazon - 1.4%;
  • Nvidia - 1.3%;
  • Google - 0.8%;
  • Meta- 0.8%;
  • Berkshire Hathaway - 0.7%;
  • Tesla  - 0.7%;
  • UnitedHealthcare - 0.7%;
  • Nestle - 0,5%;

2023 წლის აგვისტოდან საპენსიო სააგენტო 3 სხვადასხვა შემოსავლიანობისა და რისკიანობის მქონე პორტფელებს მართავს, ესენია კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური. ჯამურად საპენსიო აქტივების 80% საქართველოში, საბანკო დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული, ხოლო თითქმის 20% ანუ 823.8 მილიონი ლარი, გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული. საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელს ETF-ების ანუ გაცვლითი სავაჭრო ფონდების საშუალებით ფლობს. სააგენტოს აქციების პორტფელი დივერსიფიცირებულია, მისი 45% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 24% განვითარებული აზიის ქვეყნებში, ხოლო 18% ევროპაში.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები