დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქვეყანაში დანაზოგების აკუმულირებას - ევა ბოჭორიშვილი

საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქვეყანაში დანაზოგების აკუმულირებას - ევა ბოჭორიშვილი

2024-04-04 11:54:00

საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქვეყანაში დანაზოგების აკუმულირებას, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია დანაზოგები.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ტრადიციულად დამოკიდებულია უცხოურ დანაზოგებზე და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა მოხდეს დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება ადგილობრივი დანაზოგებით“, - აღნიშნავს ევა ბოჭორიშვილი.

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, რომ ბოლო წლებში ძალიან საინტერესო დინამიკაა ეკონომიკაში.

„არის კონტრიბუცია რიგ დარგებში, რომელთა წვლილიც ადრე ეკონომიკაში მოკრძალებული იყო. ასეთი დარგებია ტრანსპორტი და ლოგისტიკა, IT სექტორი. გამოვყოფდი განათლებას, სადაც ბოლო წლებში მკვეთრადაა გაზრდილი უცხოელი სტუდენტების რიცხვი“. - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები