დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს

2023-07-03 12:03:42

გასულ კვირას გიორგი დანელიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობას,მოადგლე გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს. 

Business Insider Georgia-ს ინფორმაციით, გიორგი ჭიჭინაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას კონკურსის გამოცხადებამდე შეასრულებს. თუმცა შესაძელოა, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა მან დაიკავოს, რადგან კონკურსის ყველა პირობას აკმაყოფილებს. 

საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფომაციით, გიორგი ჭიჭინაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტიდან ფინანსების სპეციალიზაციით.

2009 წელს, გიორგი ჭიჭინაძემ თავისი კარიერა დაიწყო, როგორც სტაჟიორმა კომერციულ ბანკში და შემდგომ განაგრძო მუშაობა როგორც საკრედიტო ოფიცერმა. 2010 წელს თავისი კარიერა გააგრძელა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, როგორც მთავარმა სპეციალისტმა ეკონომიკური ანალიზის და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოში.

2014-2016 წლებში იგი იყო ეკონომიკური ანალიზის სამმართველოს უფროსი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

2016 წელს გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 2017 წელს გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

2018 წლის პირველ ნოემბერს გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ.

გიორგი დანელიამ, რომელიც 2020 წლის 15 დეკემბრიდან სააგენტოს დირექტორი იყო, თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ საქმიანობას საბანკო სექტორში განაგტძობს. 

მანამდე საპენსიო სააგენტოს ლევან სურგულაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა ასევე ვადაზე ადრე, 2019 წლის 9 დეკემბერს დატოვა. 

ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი 10 დღის ვადაში გამოცხადდება. საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს და თანამდებობაზე კონკურსის წესით, 5 წლის ვადით ნიშნავს. 

2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულებამ 3.47 მლრდ ლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები