დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სათამაშო ბიზნესიდან რა შემოსავალი აქვს ბიუჯეტს

სათამაშო ბიზნესიდან რა შემოსავალი აქვს ბიუჯეტს

2024-04-03 13:00:00

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის მოცულობა ბიუჯეტში 29%-ითაა გაზრდილი. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 2,421,570.30 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,874,465.50 ლარი. 

მიმდინარე მაჩვენებლებით, ბიუჯეტში აკუმულირებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში ყველაზე დიდი 40%-ი სხვა არაკლასიფიცირებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელზე მოდის, ხოლო სამორინეს მაგიდიდან მიღებული შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოსაკრებლის 35%-ია. 
იანვარ-თებერვალში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესული თანხის ჩაშლა ასე გამოიყურება: 

  • სათამაშო აპარატებიდან - 710,473.00 ლარი,
  • ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 9.00 ლარი,
  • წამახალისებელი გათამაშებიდან - 734,798.06 ლარი,
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 976,290.24 ლარი.
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - 9.00 ლარი,
  • კლუბის მაგიდიდან - 134,770.00 ლარი,
  • სამორინეს მაგიდიდან - 837,950.00 ლარი,
  • სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 3,561.24 ლარი.

რაც შეეხება ბოლო წლებში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესული თანხების მაჩვენებლებს:

  • 2023 წელი - 141,171,147.25 ლარი,
  • 2022 წელი - 114,392,795.66 ლარი,
  • 2021 წელი - 78,406,677.35 ლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები