დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სათამაშოების მწარმოებელი IkoKids-ი ექსპორტზე გავიდა

სათამაშოების მწარმოებელი IkoKids-ი ექსპორტზე გავიდა

2024-04-22 18:00:00

სათამაშოების მწარმოებელი IkoKids-ი გაფართოვდა და ექსპორტზე გავიდა. IkoKids-ის სათამაშოების პირველი პარტია საბერძნეთში რამდენიმე დღის უკან გადაიზიდა, თუმცა კომპანია გაჩერებას არ აპირებს და საექსპორტო არეალის გაფართოების მიზნით მოლაპარაკებებს საფრანგეთშიც აწარმოებს. სათამაშოების მწარმოებელმა, საკუთარი ბრენდით, საბერძნეთში საბავშვო და თოჯინების კარვები გაგზავნა. 

როგორც Business Insider Georgia-ს IkoKids-ის დამფუძნებელმა ია შენგელიამ განუცხადა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მისმა პროექტმა გაიმარჯვა და ბიზნესის გაფართოებისთვის 15 ათასიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. 

„IkoKids-ი ბაზარზე 5 წელია რაც ოპერირებს და 2019 წლიდან ვაწარმოებთ სათამაშოებს. ჩვენი პროდუქციის ძირითადად ონლაინ ვყიდით, ფიზიკური მაღაზია არ გაქვს. მაქვს სახელოსნო, რომელიც წელს „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში მოგებული გრანტით გავაფართოვე. თუ აქამდე ამ საქმეს მარტო ვაკეთებდი და ერთი მანქანა დანადგარი მქონდა, გრანტის მოგების შემდეგ რამდენიმე მანქანა დანადგარი შევიძინე და ბიზნესი გავაფართოვე“, - აღნიშნა IkoKids-ის დამფუძნებელმა.

დღეს IkoKids-ი 5 ადამიანს ასაქმებს და წარმოების გაფართოებასთან ერთად გაყიდვების ზრდაზეც საუბრობს. 

„გაყიდვების ზრდა გაქვს წლის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც დანადგარების შეძენა და მეტი პროდუქციის დამზადება შევძელი. გრანტიც იმიტომ ვითხოვე, რომ ბაზარზე სათამაშოებზე და კონკრეტულად ჩვენს პროდუქციაზე იყო მოთხოვნა, რომელსაც ვერ ვაკმაყოფილებდი“, - აღნიშნა ია შენგელიამ.

გაფართოებამდე IkoKids-ი ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობდა, თუმცა დღეს უკვე სერიული წარმოებაც შეუძლია. 

„გვაქვს განსაკუთრებული დიზაინი და დამოკიდებულება თითოეული მომხმარებლის მიმართ. ინდივიდუალურ შეკვეთებზე გაქვს საკმაოდ საინტერესო შეთავაზებები, შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლის ფანტაზიები  მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ და სათამაშოსი გავაცოცხლოთ“, - აღნიშნა  IkoKids-ის დამფუძნებელმა, რომელიც ამბობს, რომ მათი პროდუქციის მიმართ საბავშვო ბაღებიდან და დღის ცენტრები უკვე ინტერესი გაჩნდა“, - აღნიშნა ია შენგელიამ.

 IkoKids-ი ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ გაყიდვების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს Petit Bazar-თან და HappyKids-სთან.

როგორც კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ikokids სახელოსნო არის ადგილი, სადაც ყოველდღე ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის.

„ვქმნით საბავშვო, განმავითარებელ სათამაშოებს:კარვებს, კალათებს სათამაშოებისა და პატარა ნივთებისთვის, თეატრებს როლური თამაშებისთვის, დროშებს, სადღესასწაულო ფორმებს და დეკორაციებს, ცხოველების ფორმის ჩანთებს, კარვებს თოჯინებისთვის და სხვადასხვა ფორმის რბილ სათამაშოებს.

პროდუქცია არის სრულიად  ხელნაკეთი, ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთაზე. ვაკეთებთ პერსონალური სახელის/წარწერის, საყვარელი ზღაპრის გმირის დახატვას. ყველაფერი იხატება ხელით, წყალგამძლე, ტექსტილისთვის განკუთვნილი ეკო საღებავებით.

ჩვენი საქმიანობის თითოეულ ეტაპზე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გარემოსა და სოციალური ნორმების დაცვას, ორიენტირებულები ვართ მდგრად განვითარებაზე. წარმოებაში გამოყენებულია: სერტიფიცირებული 100% ბამბის ქსოვილი, რომლის ნარჩენებიც მუშავდება.

პროდუქციას შესაფუთად ვიყენებთ ბიოდეგრადირებად ჩანთებს.

თითოეული პროდუქტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სითბო, რომლითაც მას ვქმნით“, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები