დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზაფხულო შეთავაზება Hotel Sapphire Bakuriani-სგან

საზაფხულო შეთავაზება Hotel Sapphire Bakuriani-სგან

2023-08-12 18:55:00

საზაფხულო შეთავაზება Hotel Sapphire Bakuriani-სგან. როგორც სასტუმროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქციის ფარგლებში 13 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით ფასი 300 ლარის ნაცვლად 220 ლარი იქნება.

Hotel Sapphire Bakuriani მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში პრესტიჟულ ადგილას. ადგილმდებარეობა გაძლევს შესაძლებლობას ისრიალო სამ უმთავრეს სათხილამურო ტრასაზე: დიდველი, კოხტაგორა და მიტარბი. სასტუმრო ასევე ახლოსაა ბორჯომის პარკთან. სასტუმროს ჰყავს პროფესიონალი მომსახურე პერსონალი, რომლებიც ყოველთვის ყურადღებას გაქცევენ და მზად არიან დასახმარებლად.

Hotel Sapphire  Bakuriani აქვს 27 სასტუმროს ნომერი, მათ შორის: Deluxe twin room 2 სტუმრისთვის, Deluxe king room 2+1 სტუმრისთვის, Superior suite 2+1 სტუმრისთვის და Family suite 4+1 სტუმრისთვის. ყველა ოთახი გამოირჩევა კომფორტულობითა და ოთახის გემოვნებიანი დიზაინით.
ნომრის ფასში შედის საუზმე (შვედური მაგიდა)

Hotel Sapphire Bakuriani ასევე გთავაზობს სპა მომსახურებას (თურქულ და ფინურ საუნას), ბავშვთა გასართობ ოთახს, სათხილამურო აღჭურვილობის შესანახ სივრცეს, საკონფერენციო და კინო დარბაზს.

ყველა ეს სერვისი შედის ნომრის ღირებულებაში.

ბაკურიანი არის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც შედის ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია. ზამთარი – ცივი, თოვლიანი, ზაფხული – ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 °C, იანვრისა 7,2 °C, აგვისტოში 15 °C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.
ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვოვანი ტყით. ბაკურიანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული კურორტია საქართველოში.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები