დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზღვარგარეთ ბიულეტენების 67%-ის დამუშავების შემდეგ ერდოღანი ლიდერობს - მედია

საზღვარგარეთ ბიულეტენების 67%-ის დამუშავების შემდეგ ერდოღანი ლიდერობს - მედია

2023-05-15 09:03:50

15 მაისის დილის მონაცემებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხმებს 55,36%-ს აგროვებს, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - ხმების 41,26%  მიიღო საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო ყუთების 67,33%-დან საარჩევნო ბიულეტენების დამუშავების შემდეგ, იტყობინება თურქეთის სახელმწიფო ტელეარხი TRT Haber.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ კენჭისყრის საბოლოო მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დარწმუნებულია, რომ „საქმე პირველ ტურში დასრულდება“.

ტელეკომპანიის ცნობით, ბიულეტენების 67,33%-ით დათვლის შემდეგ ერდოღანმა ხმების 55,36%-ს მოაგროვა, კილიჩდაროღლუმ - 41,26%-ს.

14 მაისს თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები