დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი მუდმივად ხელს უწყობს ახალი საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას ფინანსურ ბაზრებზე - გიორგი ლალიაშვილი

სებ-ი მუდმივად ხელს უწყობს ახალი საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას ფინანსურ ბაზრებზე - გიორგი ლალიაშვილი

2023-12-01 15:30:14

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ხელს უწყობს ახალი საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას ფინანსურ ბაზრებზე, - აცხადებს სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლალიაშვილი.

მისი განმარტებით, ოქრო ინვესტირების საყოველთაოდ აღიარებული საშუალებაა.

„ამჯერად მომხმარებლებს ვთავაზობთ ოქროს საინვესტიციო ინსტრუმენტს: ოქროს სერტიფიკატებს და ოქროს ზოდებს. 

ოქრო ინვესტირების საყოველთაოდ აღიარებული საშუალებაა. იგი არის მაღალ ლიკვიდური და მასზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა და ვინაიდან ოქროზე მოთხოვნა და ოქროს ფასი სწორედ იმ პერიოდებში იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციების რისკიანობა არის მომატებული.

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა სწორედაც მაღალია და მისი ფასიც გაზრდილი.

ოქროს სერტიფიკატი არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. იგი გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის მქონე ოქროს ზოდებით, რომელიც სებ-ის საცავში ინახება. ოქროს ზოდები არის უმაღლესი სინჯის და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. სერტიფიკატის მფლობელი ერთის მხრივ სარგებლობს ყველა იმ უპირატესობით, რომელიც დამახასიათებელია ფასიანი ქაღალდისთვის. შეუძლია მისი მეორად ბაზარზე გაყიდვა, ხოლო მეორეს მხრივ, სურვილის შემთხვევაში შეუძლია სერტიფიკატის განაღდება და კუთვნილი ოქროს ზოდის სებ-დან გატანა. 

საწყის ეტაპზე დაინტერესებულ მომხმარებელს უშუალოდ ოქროს ზოდების შეძენა სებ-ის ინტერნეტ მაღაზიიდან ან საკასო ცენტრიდან. რაც შეეხება ოქროს სერტიფიკატებს მათი შეძენა კომერციული ბანკების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. როგორც სერტიფიკატების ასევე ოქროს ზოდების ნომინალი 20 გ და 1 კგ-ა. 

აქვე პოტენციურ ინვესტორებს შევახსენებ, რომ ოქროს სერტიფიკატების და ოქროს ფასები საერთაშორისო ფასების შესაბამისად შეიცვლება“, - აცხადებს გიორგი ლალიაშვილი.

იგივე თემაზე: 

რამდენ ოქროს ზოდს გაყიდის სებ-ი და რა ფასად

სებ-ი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები