დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის აუქციონზე გამოტანილი $50 მილიონიდან $37 მილიონი გაიყიდა

სებ-ის აუქციონზე გამოტანილი $50 მილიონიდან $37 მილიონი გაიყიდა

2023-09-21 16:29:00

2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი.

აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884  შეადგინა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ეროვნულმა ვალუტამ დღე გაუფასურებით დაიწყო და 12:00 საათისთვის ერთი ამერიკულ დოლარი 2.7000 ლარი ღირდა, თუმცა შემდეგ გამყარების ტრენდი დაფიქსირდა და 14:50 საათისთვის ერთი დოლარი 2.6875 ლარი ღირდა.

დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით 1 დოლარი - 2,675 ლარი, 1 ევრო - 2,8631 ლარი ღირს.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები