დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა სავალუტო ბაზრიდან 9 თვეში $1.4 მილიარდი შეისყიდა

სებ-მა სავალუტო ბაზრიდან 9 თვეში $1.4 მილიარდი შეისყიდა

2023-10-02 11:02:06

2023 წლის 25 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 7.6 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ბაზრისთვის შეთავაზებული 30 მლნ აშშ დოლარიდან, ლარზე გაუფასურების წნეხის მოსახსნელად.

Galt & Taggart-ის შეფასებით, ეროვნული ბანკი წლის დასაწყისიდან დღემდე უხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 20-21 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 57.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარზე გაუფასურების წნეხის მოსახსნელად.

აღნიშნული ინტერვენციების შედეგად ლარი სწრაფად დასტაბილურდა და ამჟამად დოლარის მიმართ 2.67-ის ფარგლებში ივაჭრება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები