დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სექტემბერში, კონსერვატიული საპენსიო პორტფელის ამონაგები ყველაზე მეტად გაიზარდა - სააგენტო

სექტემბერში, კონსერვატიული საპენსიო პორტფელის ამონაგები ყველაზე მეტად გაიზარდა - სააგენტო

2023-10-11 14:35:10

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დინამიური პორტფელში ჩართულია 908,800 მონაწლე, დაბალანსებულში 201,900 მონაწილე, ხოლო კონსერვატიულში 167,900 მონაწილე.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დაგროვილი საპენსიო აქტივები განთავსებულია განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიური.

დინამიური ფონდის მოცულობა შეადგენს 2,873 მლნ ლარს, მასში ჩართულია 908,800 მონაწლე, სექტემბრის თვის ამონაგებმა 0.20% შეადგინა.

დაბალანსებული პორტფელის მოცულობა შეადგენს 600 მლნ ლარს, მასში ჩართულია 201,900 მონაწილე, სექტემბერში ამონაგებმა 0.26% შეადგინა. 

კონსერვატიული პორტფელის მოცულობა 461 მლნ ლარია, მასში 167,900 ადამიანია ჩართული, სექტემბერში ამონაგებმა კი 0.43% შეადგინა.

საინვესტიციო პორტფელების ყოველთვიური დეტალური ანგარიშები იხილეთ ბმულზე: https://is.gd/MpO80V

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები