დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სექტემბრის ჯავშნების უმეტესობა ყაზახეთსა და ისრაელზე მოდის - „მონარქი“

სექტემბრის ჯავშნების უმეტესობა ყაზახეთსა და ისრაელზე მოდის - „მონარქი“

2023-08-24 20:00:49

ქართული სასტუმრო ბრენდი „მონარქი“ სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან ბათუმში მდებარე სასტუმრო „მონარქის“ მფლობელი კომპანია „ინს გრუპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელი გია ლომინაძემ განაცხადა, ბრენდის გაფართოების იდეა არსებობს, რაზეც კომპანიაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

„გაფართოებას ვგეგმავთ, სამომავლოდ გეგმაში გაქვს. უახლოეს 2 წელიწადში ალბათ ეს გეგმა ვერ განხორციელდება. თუმცა გვინდა, რომ ეს ბრენდი განვავითაროთ, ვმუშაობ ამაზე. სახელი დაპატენტებული გაქვს და სურვილი გაქვს, რომ ამ ბრენდს რეიტინგი შევმატოთ“- განაცხადა გია ლომინაძემ.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „მონარქის“ მფლობელი ამბობს, რომ სასტუმრომ აგვისტოში 80-85%-იანი დატვირთულობით იმუშავა და გარკვეული ჯავშნები სექტემბერზეც აქვს. 

„ვერ ვიტყვით, რომ სექტემბერში ჯავშნებზე მაღალი მოთხოვნაა. სექტემბერში ჯავშნები ძირითადად უცხოელების მხრიდანაა, რაც შეეხება ქვეყნებს უმეტესობა ყაზახეთზე და ისრაელზე მოდის.  სასტუმრო ნომრების ღირებულება აგვისტოსთან შედარებით სექტემბერი უკვე 20%-ითაა შემცირებული. 

რაც შეეხება აგვისტოს დატვირთულობას, ჩვენ შემთხვევაში კარგი იყო. იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც რეგიონშია „მონარქისთვის“ კარგი სეზონი იყო. ბევრი სასტუმრო სტუმრების სიმცირეს უჩივის. თუმცა ჩვენთან გასული წლის მაჩვენებლებზე გავედით.

ყველაფერს ვაკეთებ, რომ 2023 წელი იგივე მონაცემებით დავხუროთ როგორც 2022 წელს იყო, თუმცა შესაძლოა, ოდნავი შემცირება გვქონდეს. 

მე ვფიქრობ, რომ ბევრი ფაქტორია ამის განმსაზღვრელი. თუნდაც ერთ-ერთი შეიძლება იყოს ზღვის პრობლემატური საკითხი. ათასი ჭორ-მართალი ვრცელდება, ანტირეკლამა ხდება და პოტენციური ვიზიტორების ნაწილს  სჯერა, რომ ზღვა დაბინძურებულია და ამის გამოცაა სიმცირე.

ასევე მნიშვნელოვანი თემაა ფასები. ისრაელის წარმომადგენლებს ვესაუბრე და ძალიან გაძვირებულია საქართველოსა და ისრაელს შორის ავიაბილეთების ღირებულება. თუ ადრე ორი გზა 300-350 დოლარი ღირდა, ახლა უკვე 600 დოლარი ღირს.

ავიაბილეთების ფასებს და ზოგადად სერვისის ფასებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ბევრი ევროპული ქვეყნის ტარიფებს დავეწიეთ, თუმცა ინფრასტრუქტურა არ გვაქვს იმ დონის ინფრასტრუქტურა.

ფასების ზრდა დიდი გავლენას ახდენს ტურისტების შემოდინებაზე. დოლარი გამყარებულია და სტუმარი, რომელიც ჩამოდის იმ სერვისს ვერ იღებს, რისი მიღების მოლოდინიც ჰქონდა“, - განუცხადა  Business Insider Georgia-ს სასტუმრო „მონარქის“ მფლობემა კომპანია „ინს გრუპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია ლომინაძემ.

სასტუმრო „მონარქი“ ბათუმში 2021 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო ბათუმის ძველ, ცენტრალურ უბანში, ახმედ მელაშვილის #37-ში მდებარეობს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები