სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ტემპერატურის კლებასთან ერთად, მწერი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ მიგრირებს. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.
მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დაამუშავა 227 148 ჰა ფართობი, ცივი შესხურებით - 91 579,25 ჰა სოფლის ტერიტორია, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და ტყის პერიმეტრი; მონიტორინგის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდა 107 725 სპეციალური სადგური.
უახლესი
3 საათის წინ
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო შვეიცარიიდან4 საათის წინ
„ოჯახურის“ საწარმომ HACCP-ის სტანდარტი დანერგა4 საათის წინ
სებ-ი 2024 წლის მაისის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს5 საათის წინ
„აგრიაპი“ მაროკოში თაფლის ექსპორტს გეგმავს