დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შალვა პაპუაშვილი - ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის რეიტინგში მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებლით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ყველა კანდიდატ ქვეყანას

შალვა პაპუაშვილი - ფონდ „ჰერითიჯის“ 2024 წლის რეიტინგში მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებლით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ყველა კანდიდატ ქვეყანას

2024-02-29 10:49:00

ფონდ "ჰერითიჯის" 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და "მთავრობის კეთილსინდისიერების“ მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფონდ "ჰერითიჯის" 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა - 2024 წელს საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

,,საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია ევროპაში.

ფონდ "ჰერითიჯის" 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ კვლავ გაიუმჯობესა შედეგები და "მთავრობის კეთილსინდისიერების" მაჩვენებლით 38-ე ადგილი დაიკავა.

ამ რეიტინგით საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია, და უსწრებს ევროკავშირის წევრ 11, ნატოს წევრ 13 და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.

შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო 69-ე ადგილზე იყო და ე.წ. რეპრესიული მმართველობის ზონას მიეკუთვნებოდა.

აღნიშნული რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის და გაფლანგვის სიმცირე,” - წერს პაპუაშვილი.

ავტორი:

ლუკა წურწუმია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები