დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

2023-05-09 12:29:18

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
 
მალტელმა პარლამენტარებმა დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების სრული მხარდაჭერა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის და კეთილდღეობის უნიკალურ პროექტს, რომლის კარიც ღიაა ყველა მოსურნე სახელმწიფოსთვის. ამ კონტექსტში საგარეო და ევროპის კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს ევროკავშირში მალტას გაწევრიანების გამოცდილებაზე და გამოხატეს საქართველოსთვის მისი დეტალურად გაზიარების მზადყოფნა.

შალვა პაპუაშვილმა საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესსა და მოლოდინებზე.

საუბარი აგრეთვე შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტების საქმიანობას და მიმდინარე დღის წესრიგს, შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოსა და მალტას შორის ორმხრივ თანამშრომლობას და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები