დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შავი ზღვის კაბელის პროექტი მწვანე ენერგოპროექტების განვითარებას დააჩქარებს - გიორგი ჯახუტაშვილი

შავი ზღვის კაბელის პროექტი მწვანე ენერგოპროექტების განვითარებას დააჩქარებს - გიორგი ჯახუტაშვილი

2024-04-15 19:00:00

შავი ზღვის კაბელის პროექტი არის ერთ-ერთი ალტერნატივა ენერგომატარებლების, თავის დროზე კრიტიკულად ასეთი მნიშვნელოვანი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, - ამის შესახებ იმედის დილაში, რუბრიკის Business Insider Georgia-ს ავტორთან საუბრისას „კაპიტოლ მენეჯმენტის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჯახუტაშვილმა განაცხადა.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია შავი ზღვის კაბელის პროექტი, ვინაიდან საქართველოს ყველაზე კონკურენტუნარიანი რესურსი რაც გააჩნია, ეს არის ჰიდრორესურსი და ამის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის ძალიან კრიტიკული. ამას ეხმაურება „კაბელის პროექტის“ ინიციატივა, რომლის ტექნიკურ -ეკონომიკური კვლევაც ახლა მზადდება.

თუმცა ყველაზე კარგი აქცენტი რაც მახსენდება, საქართველოს ბანკის დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა მშვენიერი ალტერნატივის შესახებ, კაბალთან მიმართებით, რომ ის ორგანიზაციები და საწარმოები რომლებიც ვალდებულები არიან 2026 წლიდან მწვანე ენერგიაზე გადავიდნენ, უკვე ისინი მოვიწვიოთ საქართველოში და ადგილზევე დაიწყონ წარმოება იმ პროდუქციის, რომელსაც სჭირდება მწვანე ენერგია. ამიტომ ეს კაბელი კარგი კატალიზატორია ასეთი ტიპის მოვლენების დასაჩქარებლად, თუმცა ალტერნატიული პერსპექტივაც გვაქვს“, - განაცხადა ჯახუტაშვილმა.

2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები