დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2024-04-12 23:45:00

ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის 8,2 კმ-მდე სიგრძის   მონაკვეთზე არსებული დაზიანებული ფილები ახლით შეიცვლება; არხი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა ბორდიურები. პროექტით გათვალისწინებულია ძამის დიუკერის რეაბილიტაციაც.

ჩატარებული სამუშაოები  არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება   3240 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია.

სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის მარტში დასრულდება.

სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” ტექნიკურმა დირექტორმა ალექსანდრე მიქიაშვილმა  დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები