დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შობას ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს - პრეზიდენტი

შობას ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს - პრეზიდენტი

2023-12-25 10:51:00

შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მრევლს! 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია

კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ–ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს.

ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!“ - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები