დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
SMG ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი დასაქმებულის ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ალექსანდრე კორკოტაძე

SMG ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი დასაქმებულის ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ალექსანდრე კორკოტაძე

2024-05-01 12:00:00

კომპანია „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი“ (SMG), რომელიც ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს, მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან სერვისებს სავაზობს. კომპანიის მენეჯმენტი მიღწეულით არ კმაყოფილდება, მუდამ ზრუნავს განვითარებასა და ახალი სერვისების დამატებაზე.

კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე კორკოტაძე აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, თუმცა სასურველი მიზნების მისაღწევად მუდმივი და დაუღალავი შრომაა საჭირო.

SMG ცდილობს, როგორც დამსაქმებლებში, ისე დასაქმებულებში, უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერება აამაღლოს და სამუშაო ადგილებზე ინციდენტებისა თუ უბედური შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს. უფრო კონკრეტულად რა გეგმები აქვს SMG-ს და როგორია კომპანიის მიერ ბიზნესისთვის მიწოდებული სერვისები, დეტალებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა   ალექსანდრე კორკოტაძემ ისაუბრა.

- რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს სწორი პოლიტიკა შრომის უსაფრთხოების ნაწილში? დღეს რა რეგულაციები მოქმედებს შრომის უსაფრთხოების გასაძლიერებლად?

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ არაერთი ვალდებულება იკისრა, მათ შორის დასაქმებულთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე. ეს სიახლე ბიზნესისთვის დიდი გამოწვევა იყო. პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში წლების განმავლობაში, უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას დიდი ყურადღება არ ექცეოდა, უბედური შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო. სწორედ ამიტომ, გახდა საჭირო აღნიშნული კანონის გამკაცრება. შრომის ინსპექციის, კერძო სექტორისა და სფეროს სპეციალისტების დიდი ძალისხმვითა და ჩართულობით, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დასაქმებულებს ნამდვილად აქვთ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები, რაც უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების სტატისტიკაზე დადებითად აისახა.

 - 28 აპრილს გაერო შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს და რა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი სამომავლოდ?   

შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღის ძირითადი მიზანი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაა. ზოგადად ეს ერთ დღიანი პროცესი არ არის და მარტო კანონმდებლობის გამკაცრებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ამ გეგმის განხორციელებაში. ყოველწლიურად კომპანია SMG ატარებს სემინარებს, სწავლებებს, შეხვედრებს, ყოველივე ეს კი ემსახურება დასაქმებულთათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. ჩვენი გუნდის ხედვაა - ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირველეს ყოვლისა.

- კომპანია SMG 4 წელია რაც ბაზარზეა, რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს და რა არის დღეს თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

- ბაზარზე უკვე 4 წელია რაც ვოპერირებთ. თავდაპირველად დავიწყეთ კომპანიებში მხოლოდ შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, თუმცა, ამ 4 წლის მანძილზე ჩვენი მომსახურების არეალი გავაფართოვეთ, დავიმატეთ სხვადასხვა მომიჯნავე სერვისები, როგორიცაა: სურსათის უვნებლობა, HACCP-ის სისტემის დანერგვა, გარემოს დაცვის სპეციალისტის მომსახურება  და სხვა. მოგესხენებათ რომ, 2024 წლის 1-ელი მარტიდან ნაწილობრივ ამოქმედდა კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. აღნიშნული სიახლიდან გამომდინარე, ჩვენც დავიმატეთ ახალი მიმართულება, კერძო სექტორს ვთავაზობთ ოფიცრის მომსახურებას.  

- თქვენს მიერ ჩამოთვლილი სერვისებიდან, რომელია ყველაზე მოთხოვნადი და რატომ?

- ზოგადად ყველა მიმართულება არის აქტუალური, თუმცა პირადად ჩემთვის, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მეტად საყურადღებოა.  შრომის უსაფრთხოება მაინც კრიტიკული საკითხია, რადგან არსებობს რისკი დასაქმებულის სიცოცხლეს  საფრთხე შეექმნას და ორგანიზაციამ მიიღოს როგორც ფინანსური, ისე რეპუტაციული ზიანი. თუმცა არანაკლებ პრიორიტეტულია სურსათის უვნებლობა (HACCP), რადგან თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქტი. ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში, თითოეულ პარტნიორთან  ჩართულები არიან პროცესების სწორად მართვაში. ჩვენი სპეციალისტები აქტიურად ამოწმებენ ობიექტებს, ატარებენ სწავლებებს და ეხმარებიან ბიზნეს ოპერატორებს პროცესების სწორად მართვაში. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა კომპანიამ სწორად მიიღოს, შეინახოს და დაამუშავოს ისეთი მონაცემები როგორიც არის პერსონალური ინფორმაცია.

- რა როლი აქვს დღეს SMG-ს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებში და როგორ ეხმარებით ბიზნესს აღნიშნული სტანდარტების დანერგვაში?

- ჩვენ გაქვს მომსახურების რამდენიმე ტიპი. პარტნიორებს ვთავაზობთ როგორც მონიტორინგს, ასევე სრულ აუთსორსინგულ მომსახურებას. მართალია ჩვენ გავცემთ რეკომენდაციებს, თუმცა ჩვენი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, პარტნიორებს დავეხმაროთ სწორი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებაშიც.

- რამდენად არის მოთხოვნა თქვენს სერვისებზე? თქვენი დაკვირვებით, რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი?

ჩვენი კომპანია 4 წლის წინ, პანდემიის  პერიოდში დაარსდა. ეს ურთულესი პერიოდი აღმოჩნდა ჩვენთვის და ზოგადად ბიზნესისთვის.  ვფიქრობ სირთულეები წარმატებით გადავლახეთ.  პარტნიორების რაოდენობას ყოველწლიურად ვზრდიდით, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში ის გავაორმაგეთ, რაც ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დაუღალავი შრომით მივაღწიეთ.   ჩვენი კომპანია ამ დროისთვის აერთიანებს ასობით კმაყოფილ პარტნიორს, რაც ჩვენთვის საამაყო მაჩვენებელია.

- რა იცვლება ბაზარზე შრომის უსაფრთხოების კუთხით წლიდან წლამდე და როგორია ზოგადი სტატისტიკა?

- სტატისტიკა ყოველწლიურად უმჯობესდება, შრომის ინსპექციის აქტიურობისა და სფეროს სპეციალისტების მუშაობის შედეგად. წლიდან წლამდე, საკანონმდებლო სიახლეებთან ერთად, ჩვენ როგორც კომპანია მუდმივად ვითარდებით.  ასევე, შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული ობიექტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინციდენტებისა და კრიტიკული შეუსაბამობების რაოდენობის შემცირებისა. 2023 წლის მონაცემებით უბედური შემთხვევები 25%-ით არის შემცირებული, რაც ძალიან კარგი შედეგია. მე, როგორც შრომის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელმა, გუნდთან ერთად მიზნად დავისახე ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების ნულოვან მაჩვენებლამდე დაყვანა, რის მიღწევასაც ძალიან დიდი შრომა სჭირდება.

- რა არის კომპანიის მთავარი მიღწევები, როგორ აფასებს SMG მიმდინარე წელს და რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ უახლოს ხანებში?

- 2024 წელი საინტერესო გამოწვევებით დავიწყეთ. ვგეგმავთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისები შევთავაზოთ მომხმარებლებს, დავამატოთ სხვადასხვა საკონსულტაციო მიმართულებები, ტრენინგები და სწავლება, ვებინარები დამწყები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის - ეს არასრული პროექტების ჩამონათვალია, რაზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს.  2025 წლიდან, ასევე ვგეგმავთ ბაზარზე ტექნიკური ინვენტარის შემოტანას, რაც განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებს შეუქმნის კომფორტს. კომპანიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს - www.smgroup.ge;  SMG მზად არის გაგიწიოთ სატელეფონო კონსულტაცია და ერთად  ვიზრუნოთ უსაფრხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.

SMG

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები