დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
SOCAR-ის ევროობლიგაციებს ვადა გაუვიდა

SOCAR-ის ევროობლიგაციებს ვადა გაუვიდა

2023-04-17 13:04:42

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 10 წლიანი ვადით განთავსებული 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების ვადა ამოიწურა. ძირითადი დავალიანება სრულად დაფარულია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია SOCAR-ზე დაყრდნობით წერს.

ირკვევა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, გერმანული Deutsche Bank-ი გახდა ევროობლიგაციების ანდერრაიტერი (ემისიის პროცესის შემსრულებელი), კუპონის შემოსავლით 4,75%.

SOCAR-ის ევროობლიგაციების ნომინალურმა ღირებულებამ 1000 დოლარი შეადგინა, ხოლო საბაზრო ფასი მიმოქცევის პერიოდში, მოთხოვნიდან გამომდინარე გაიზარდა 1071 დოლარამდე. კუპონის გადახდა ხდებოდა ყოველ 6 თვეში, ევროობლიგაციების მფლობელებმა 10 წლის განმავლობაში სულ 475 მლნ აშშ დოლარი მიიღეს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები