დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფელ ორბეთში 1 კვ/მ სახელმწიფო მიწის საწყისი ფასი 10 ლარია

სოფელ ორბეთში 1 კვ/მ სახელმწიფო მიწის საწყისი ფასი 10 ლარია

2024-01-17 10:34:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბეთში მდებარე 92786.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის. როგორც eauction.ge-ზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვა 26 იანვარს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება და მისი საწყისი ღირებულება 930 ათასი ლარია. შესაბამისად გამოდის, რომ 1 კვ/მ მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 10 ლარიდანაა. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 1699 კვ.მ.-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები