დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტატუსის მიღების შემდეგ, საზოგადოება კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს - EUGBC აღმასრულებელი დირექტორი

სტატუსის მიღების შემდეგ, საზოგადოება კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს - EUGBC აღმასრულებელი დირექტორი

2023-12-22 20:00:00

ევროკავშირში წლებია გაწევრიანების წინა მხარდაჭერის (IPA) ინსტრუმენტი არსებობს, რომლითაც 27 წევრი სახელმწიფოს ერთობა კანდიდატ ქვეყნებსა და პოტენციურ კანდიდატებს მათი საზოგადოებების, სამართლებრივი სისტემებისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციაში ეხმარება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის ინვესტიცია ევროკავშირის მომავალში, რაც ევროპას უფრო უსაფრთხოსა და ეკონომიკურად ძლიერს ხდის უახლოესი მეზობელი ქვეყნების სტაბილურობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერით.

„გაწევრიანების წინა მხარდაჭერის ინსტრუმენტი ევროკავშირს ეხმარება მიაღწიოს ისეთ მიზნებს, როგორიცაა მშვიდობა და სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. გარდა ამისა, ხელს უწყობს პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და აახლოებს საზოგადოებებს ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“, - ამბობს Busienss Insider Georgia-სთან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.

ევროკავშირი- საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ევროკავშირი საქართველოში ამ ეტაპზე 160-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მლნ ევროს შეადგენს. გიორგი კაჭარავა ვარაუდობს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, გაწევრიანების წინა მხარდაჭერის ინსტრუმენტის ფარგლებში, ეს მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები