დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სურსათზე მაღალი ინფლაცია ლოგიკურია, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბია  - სოსო ბერიკაშვილი

სურსათზე მაღალი ინფლაცია ლოგიკურია, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბია - სოსო ბერიკაშვილი

2023-10-05 18:06:12

საქართველო ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ინფლაციის კუთხით წლის ბოლომდე საფრთხე არ ემუქრება. თამამად შეიძლება თქმა, რომ ამ გამოწვევას ქვეყანამ თავი გაართვა, - ამის შესახებ  Business Insider Georgia- თან ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს.

მისი შეფასებით, წლის ბოლომდე მოსალოდნელია ცვლილება ზრდის მიმართულებით, მაგრამ სხვაობა უმნიშვნელო იქნება.

„მთლიანობაში ინფლაცია საქართველოსთვის გამოწვევა არ არის და ჯერჯერობით არც იქნება. სულ მცირე, წლის ბოლომდე ეს საფრთხე საქართველოს ეკონომიკას არ ემუქრება. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ორნიშნასთან მიახლოებული ინფლაცია გვქონდა, ახლა 1%-ზე ნაკლებია, რაც მოსალოდნელი იყო. ალბათ, ცოტა შეიცვლება ვითარება და ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება. ვხედავთ, რომ ბენზინზე ფასები იზრდება და ეს გარკვეული მოცულობით ინფლაციის სტიმულირებას  მოახდენს, მაგრამ მცირე სხვაობით. საქართველოს ამ კუთხით საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

ანალიტიკოსის შეფასებით, როგორიც არ უნდა იყოს ინფლაცია, კვების პროდუქტებზე ფასები ყოველთვის მაღალია, ვიდრე საშუალო ინფლაციაა.

„სურსათზე მაღალი ინფლაცია ლოგიკურია, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანაში ღარიბია. ამიტომ  მოსახლეობის ფართო ფენებზე ინფლაცია იმაზე მეტად აისახება, ვიდრე საშუალო მაჩვენებლებში ჩანს. აქედან გამომდინარე, გასაშუალოებული მონაცემებისგან განსხვავებით, კვების პროდუქტებზე ინფლაცია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. რაც მნიშვნელოვანია, ინფლაციის  სახით ჩვენ გამოწვევა არ გვაქვს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. სამომავლოდ მცირე სხვაობას უნდა ველოდოთ ზრდის მიმართულებით, მაგრამ უახლოესი თვეების განმავლობაში  სტაბილური მდგომარეობა გვექნება, ამ ტრენდს შევინარჩუნებთ“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი

Busiess Insider Georgia-თან. ცნობისთვის, 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა.  საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად - 75%-ით გაძვირდა მწვანილი, მეორე ადგილზეა კომბოსტო, რომლის ფასმაც 58% - ით მოიმატა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები