დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტაქსების ადგილზე ავტომობილის პარკირებისთვის პირველ კვარტალში 638 ჯარიმა გამოიწერა

ტაქსების ადგილზე ავტომობილის პარკირებისთვის პირველ კვარტალში 638 ჯარიმა გამოიწერა

2023-06-14 11:55:23

ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე ავტომობილის პარკირებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში 638 ჯარიმა გამოიწერა, რომლის 100%-იც თბილისშია დაფიქსირებული.

საუბარია პარკირებისთვის იმ სატრანსპორტო საშუალების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაზე, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის.

2022 წელს ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე ავტომობილის პარკირებისთვის მთლიანობაში თბილისში 1042 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაფორმდა, 2021 წელს კი 21  ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

პარკირების წესები

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები