დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TAP-მა ევროპაში გაზის მიწოდების გაზრდის მიზნით მუშაობა დაიწყო

TAP-მა ევროპაში გაზის მიწოდების გაზრდის მიზნით მუშაობა დაიწყო

2023-07-24 09:03:42

Trans Adriatic Pipeline (TAP) კონსორციუმმა გაზის ტრანსპორტირების გაზრდის მიზნით წინასწარი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  

„2021 წლის საბაზრო ტესტის პირველი სავალდებულო ეტაპის დახურვის შემდეგ, TAP-მა წამოიწყო გაფართოების პირველი ეტაპი და გამოყო 1,2 მილიარდი კუბური მეტრი დამატებითი სიმძლავრე წელიწადში (გრძელვადიანი კონტრაქტებით), რომელიც 2026 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

კონსორციუმში განაცხადეს, რომ პირველადი სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწყო და სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს, რომლებიც საკომპრესორო სადგურზე ახალი სამაგრების მომზადებასთანაა დაკავშირებული.

მანამდე, TAP-ის მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპეტმა Trend-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის გაფართოების ნებისმიერ სცენარში დამატებითი მილები არ იქნება საჭირო.

TAP-ის და ზოგადად სამხრეთის გაზის დერეფნის დიზაინი საშუალებას იძლევა სიმძლავრე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაორმაგდეს. გაფართოების პირველი ეტაპისთვის (წელიწადში 1,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი) დამატებითი საკომპრესორო სადგურები არ არის საჭირო“, - განაცხადა შიპეტმა. 

მისივე თქმით, თუ გაჩნდება ბაზრის ინტერესი, TAP-ის საწყისი სიმძლავრის სრულად გასაფართოებლად და შესაძლოა, სიმძლავრე გაორმაგდეს და საბერძნეთსა და ალბანეთში ორი დამატებითი საკომპრესორო სადგური აშენდეს. 

შეგახსენებთ, რომ TAP, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.

2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით. TAP-ის მეშვეობით და აზერბაიჯანმა ისტორიაში პირველად თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. 

ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც არის ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორი, აზერბაიჯანმა, საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები